ბუღალტერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

31 / 10

ბოლო ვადა:

28 / 11

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და იურიდიული მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, დიდ კომპანიებში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული/მარაგების აღრიცხვის პროგრამის Info და Oris-ს მაღალ დონეზე ცოდნა არის აუცილებელი;
** Excel-ის ცოდნა არის აუცილებელი;
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** Rs.ge-ზე ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
** პროგრამა Oris-ში და Info-ში მუშაობა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლში მონაწილეობა;
** კომპანიისთვის საჭირო მონაცემების დამუშავება, სტატისტიკა;
** სააღრიცხვო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერ პროცესში ჩართულობა;
** დებიტორ/კრედიტორების მართვა;
** საბაჟო პროცედურებში ჩართულობა;
** საბანკო გადარიცხვები ეროვნულსა და უცხოურ ვალუტაში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** სამუშაო საათები: 9:30-18:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით რუსულ ენაზე შემდეგ მისამართზე: construction2727@gmail.com

სავალდებულოა: რეზიუმე რუსულ ენაზე, ფოტოსურათით; "subject"-ში მიუთითეთ "ბუღალტერი"