მთავარი ბუღალტერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

31 / 10

ბოლო ვადა:

29 / 11

შპს "მაქს კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საქმიანობა: გათბობა-კონდიცირება, ცხელი წყლის სისტემების იმპორტი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია/მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის წარმოება, მართვა და მონიტორინგი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დროულად ჩაბარება;
** სააღრიცხვო პერიოდების გათვალისწინებით ფინანსური ანგარიშგებების - ბალანსის, მოგება ზარალის უწყისის და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებებისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების და სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა-კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა;
** ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
** ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** საჭიროებისამებრ სხვა საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** ყოველწლიური აუდიტისათვის დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA.
** საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (FINA, 1C, ORIS).
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (Microsoft Word, Excel and Outlook).
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის თანამდებობაზე.
** სასურველია ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ხელფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.