ვებ-დეველოპერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

19 / 10

ბოლო ვადა:

19 / 11

ანაზღაურება:

7000

"თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფისთვის ვებ-დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

თანასწორობის მოძრაობს სურს შექმნას ვებ-პლატფორმა, რომელიც მიბმული იქნება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ამ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებმა უნდა შეძლონ პირადი ანგარიშების შექმნა და მათთვის სასურველი სერვისების გამოწერა.

ვებ-დეველოპერს დაევალება მოცემული პლატფორმის შექმნა.

სამუშაოს ხანგრძლივობა:

ვებ-პლატფორმის შექმნა და მისი ფუნქციური სახით ჩაბარება ორგანიზაციისთვის უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აღნიშნული დარგის ცოდნა
** აღნიშნულ დარგში მუშაობის გამოცდილება
** ვებ-გვერდების შექმნისა და მართვის გამოცდილება

სამუშაოს შესრულების ანაზღაურება:

ვებ-პლატფორმის შექმნა - 7000 ლარი (გადასახადის ჩათვლით)

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: http://www.equality.ge/4585