მარკეტინგის კოორდინატორი - თბილისი

მომწოდებელი:

10

გამოქვეყნდა:

27 / 09

ბოლო ვადა:

27 / 10

ანაზღაურება:

1000

სს "ბისკვიტმაისტერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია "ბისკვიტმაისტერი" ბაზარზე 2017 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. კომპანია ბრენდი "ლიბე"-ს ქვეშ აწარმოებს ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ქართულ ორცხობილებს, რომელიც მხოლოდ ნატურალური ნედლეულით მზადდება.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის ვებ-გვერდის მართვა და განვითარება;
** სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა და განთავსება;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
** კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადება;
** ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
** საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული კამპანიების დაგეგმვის/მართვის გამოცდილება;
** FB Ads & Business Manager;
** პროგრამები (Adobe Illustrator, Photoshop…)
** SEO (Onsite);
** Google ანალიტიკა (სასურველია);
** Google Ads - საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა

პოზიციისთვის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს ₾1000

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა 14 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: biscuitmeisterhr@gmail.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.