ოპერატიული ჯგუფის თანამშრომელი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

16 / 09

ბოლო ვადა:

16 / 10

ანაზღაურება:

650

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიებს ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 25 წლიდან - 40 წლამდე
** სიმაღლე: 185 სმ-დან
** სპორტული აღნაგობა
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი.
** ანაზღაურება: თვეში 650 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.