უმცროსი ბუღალტერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

29 / 08

ბოლო ვადა:

26 / 09

ანაზღაურება:

500-700

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" აცხადებს უმცროსი ბუღალტერის ვაკანსიას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 1 წლისა;
** ფინანსური ანგარიშგების IFRS საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** დაბეგვრის პრინციპების ცოდნა ახალი - "ესტონური მოდელის" მიხედვით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FINA-სთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ენები - ინგლისური და რუსული
** ანალიტიკური აზროვნება;
** წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დისციპლინირებულობა.

სახელფასო განაკვეთი - 500-700 ლარი ხელზე ასაღები
სამუშაო საათები -10.00-19.00

გთხოვთ CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: tminadze@f-chain.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: უმცროსი ბუღალტერი.