ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

29 / 08

ბოლო ვადა:

27 / 09

ანაზღაურება:

300

ჩასარიცხი აპარატების კომპანია "ONEPAY-NUMUS" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაგარელის 47.
** სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ საღამოს 19:30-დან დილის 09:00 საათამდე 
** ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი 
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების ზარებზე პასუხი
** შემოსული პრობლემების გაფორმება

ძირითადი მოთხოვნები: 

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 

გისურვებთ წარმატებას!