ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

10 / 08

ბოლო ვადა:

20 / 08

ანაზღაურება:

600-800

შპს "თნმ ჯგუფი" არის ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენებული მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია საქართველოს ბაზარზე, 2007 წლიდან. საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს გოფრირებული საკანალიზაციო და პოლიეთილენის მაღალი ატმოსფერული წნევის წყლის მილების, აგრეთვე ყველა სახის პოლიეთილენის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია.

შპს "თნმ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის (ოპერატორის) თანამდებობაზე

სამუშაო პირობები: 

** სამუშაო საათები: 09:30-17:30. 
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, იან ჰომერის 29
** ანაზღაურება: 600-800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** fina პროგრამაში მუშაობა
** შეკვეთების დამუშავება
** საქონლის პროგრამული ჩაწერა და გატარება
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რეალიზაციების გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების სფეროში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@tnmgroup.ge 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გადმოგზავნის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "თნმ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში

გისურვებთ წარმატებებს!