სტაჟირება ფინანსურ განყოფილებაში - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

10 / 08

ბოლო ვადა:

09 / 09

ანაზღაურება:

300

შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსებისა და ბუღალტერიის განყოფილებაში, დასაქმების მიზნით.

ტურისტული კომპანია "მიმინო თრეველი" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით მიმდინარე ოპერაციებსა და პროცესებში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მონდომებული, მოტივირებული, სწრაფი ათვისების უნარით;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი (ხელზე ასაღები);
** სტაჟირების პერიოდი: 3 თვე;
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივა;
** პროფესიული ზრდა;
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობას გიხდით "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!