დისტრიბუტორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

10 / 08

ბოლო ვადა:

09 / 09

ანაზღაურება:

600-800

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს
** კონკურენტულ ხელფასს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. 

ძირითადი მოთხოვნებია: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ
** ასაკი: 20 წლიდან 35 წლამდე
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** აუცილებელი პირობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. 

სამუშაო გრაფიკი: სრული- 10:00- 19:00
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.
ანაზღაურება შეადგენს: გამოსაცდელ პერიოდში ფიქსირებულ 600 ლარს, ხოლო შემდგომ - 800 ლარს.

საკუთარი ტევადი და ეკონომიური ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, ცვეთის ხარჯს ფარავს კომპანია, (ზეთი, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით !) შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@labline.ge 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 15-20 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!