სამღებრო საწარმოს დამხმარე - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

10 / 08

ბოლო ვადა:

09 / 09

ანაზღაურება:

400-600

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას სამღებრო საწარმოს დამხმარის პოზიციაზე. 

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და დახარსხება;
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად დასამუშავებელი მასალის ზუმფარით გახეხვა (გაშკურკვა).

კომპეტენციები:

** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა.

ანაზღაურება: 600 ლარი (საცდელი ვადა 3 თვე, ანაზღაურება საცდელ ვადაზე 400 ლარი). 
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ზუმფარით მხეხავი ("მშკურკავი")".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 

გისურვებთ წარმატებას!