კონსულტანტი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

19 / 07

ბოლო ვადა:

19 / 08

ანაზღაურება:

300

სათამაშოების მაღაზია "დისნეი" სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

პოზიცია: კონსულტანტი
ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 300 ლარი
ხელფასი: ფიქსირებულს + ბონუსი (გამომუშავების შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00-მდე / 16:00-დან 22:00-მდე
ფილიალის მისამართი: თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის 59

მოვალეობები: 

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** ასაკი: 18-35 წელი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ltdminionebi@gmail.com და სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.