პრისელერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

19 / 07

ბოლო ვადა:

19 / 08

ანაზღაურება:

400+

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ორგანიზაციების (HoReCa) პრისელერის პოზიციაზე 

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 400 ლარი (მოჭრილი, ხელზე ასაღები) + ბონუსი (შესრულებული გეგმის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 21 წლიდან 
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა. 

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: tamuna@orei.ge და გთხოვთ, ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (პრისელერი).