კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

19 / 07

ბოლო ვადა:

19 / 08

ანაზღაურება:

600

ციფრული სარეკლამო სააგენტო "AdvertWise", საფინანსო სექტორში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
სახელფასო განაკვეთი: 600 ლარი.

სამუშაოს აღწერილობა:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება
** მომხმარებლების მომსახურება/კონსულტაცია მოთხოვნის შესაბამისად
** შემოსული ზარებისა და აპლიკაციების დამუშავება და შემდგომი პროცედურების განხორციელება
** განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულად გამართული მეტყველების უნარი (ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ელფოსტის კორესპონდენციის ცოდნა
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

მსურველებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@advertwise.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კლიენტთა მომსახურების ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.