ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

12 / 07

ბოლო ვადა:

11 / 08

ანაზღაურება:

300-500

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16ა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ მონაცვლეობით 
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება; (კერძოს საოჯახო ტექნიკა.)
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალობის შენარჩუნებაზე/განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება: ერთი თვე ფიქსირებული 300 ლარი.
** ანაზღაურება: სტაჟირების შემდეგ, პირველი თვე, ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი.
** ანაზღაურება: მეორე თვიდან 500 ლარი + მზარდი ბონუსი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
** სატელეფონო გაყიდვების შესწავლა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი ელემენტარულ დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადის განხილვა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.techhouse@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!