არქიტექტორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

12 / 07

ბოლო ვადა:

12 / 08

ანაზღაურება:

2400

თბილისის განვითარების ფონდი წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2010 წელს.

ფონდის მიზანია - ქალაქ თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა. 

ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებია: თბილისში მსხვილი არეალების რეაბილიტაცია, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმების აღდგენა-რესტავრაცია და რეკრეაციული ზონების განვითარება.

ფონდის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tdf.ge 

ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 2400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო დავალების მომზადება, მის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენციის დაგეგმვა;
** საპროექტო დავალების მომზადებისთვის საჭირო წინასწარი სამუშაოების ჩატარება, საპროექტო დავალებებში ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრა;
** საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი, მომზადების პროცესში ჩართულობა, სამუშაოების (კვლევები, არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო ნაწილი, ხარჯთაღრიცხვა და ა.შ.) შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა;
** დასრულებული პროექტის საპროექტო დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის ინსპექტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი - არქიტექტურის, ურბანისტიკის ან სამოქალაქო შენობა-ნაგებობების ინჟინერიის მიმართულებით;
** არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო, ინფრასტრუქტურული ან/და საინჟინრო შენობა-ნაგებობების პროექტირებაში;
** Graphisoft ArchiCAD; Autodesk AutoCAD, Revit, 3D Studio Max; Render; Exel photoshop-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: careers@tdf.ge 2019 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.