მთავარი ბუღალტერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

12 / 07

ბოლო ვადა:

12 / 08

ანაზღაურება:

1500

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგი "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 50-ზე მეტი თანამშრომლით.

პოზიცია: მთავარი ბუღალტერი

მდებარეობა: თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება და ა.შ.)
** დებიტორ/კრედიტორების აღრიცხვა;
** ბანკი/სალარო;
** ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვა;
** მივლინებები;
** საკადრო საკითხები (თანამშრომლის მიღება/გათავისუფლება და ა.შ.);
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ასევე, ყველა დოკუმენტის შევსება "შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად".

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1C ბუღალტერიის ცოდნა და მასში მუშაობის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობა: პირველი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა.
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.lt

სათაურის ველში მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.