ცენტრალური საწყობის თანამშრომელი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

12 / 07

ბოლო ვადა:

26 / 07

ანაზღაურება:

450-650

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთის გამზადება;
** პროდუქციაზე სტიკერების განთავსება;
** მობრუნებული პროდუქციის დასაწყობება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-18:00 
** კვირაში 1 დღე დასვენება
** ანაზღაურება: 450 - 650 ლარი (სტაჟის მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".

გისურვებთ წარმატებას!