საქმისწარმოების მენეჯერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

12 / 07

ბოლო ვადა:

18 / 07

ანაზღაურება:

1875

შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია"- აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი ქალაქი თბილისი (საჭიროების შემთხვევაში მივლინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათამდე
თანამდებობრივი სარგო - დარიცხული 1875 ლარი

შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები: 

** მატერიალურად შემოსული დოკუმენტაციის დასკანერება და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება, დედნის შენახვა;
** დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შემოსული და გასული წერილების ადრესატისთვის დროული მიწოდება;
** საქართველოს ფოსტის პროგრამაში წერილების დარეგისტრირება;
** საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** საკადრო ბრძანებების პროექტების მომზადება (მივლინება/შვებულება/დანიშვნა/გათავისუფლება);
** საჭიროების შემთხვევაში წერილების მომზადება;
** ხელმძღვანელის დავალებით, სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: info@bsa.gov.ge და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საქმისწარმოების მენეჯერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 18.07.2019

გისურვებთ წარმატებას!