ბუღალტერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

11 / 07

ბოლო ვადა:

10 / 08

ანაზღაურება:

800-1000

ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული საწარმო - "რამ პოლიტეკქს" ახორციელებს საქმიანობას (პროლიპროპილენის ტომრების წარმოებას) ხუთ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში და ირანში. კომპანია ორიენტირებულია სტაბილური განვითარებისთვის ქართულ ბაზარზე, რაც იძლევა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების საშუალებას. 

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ბუღალტრის პოზიციაზე.

გთხოვთ, ყურადღებით და ბოლომდე გაეცნოთ პირობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება.
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება.
** რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
** პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა, შემოწმება, მათი დაარქივება კანონმდებლობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად.
** საგადასახადო დეკლარირება.
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების განხრით 
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა + Oris-ის ცოდნა
** რუსული ენის კარგად ცოდნა (სავალდებულოა)
** საწარმოში არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 9:00-დან 18:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800-დან 1000 ლარამდე (შეთანხმება მოხდება კვალიფიკაციის მიხედვით). ანაზღაურების მომატება მოხდება ეტაპობრივად.
** სამუშაო ადგილი:ლილოს დასახლება, სადგური ლილო, ნაკვეთი 05/020.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით და რუსულ ენაზე, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info.rampolytex@gmail.com თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება). 

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2-3 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.