კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

08 / 07

ბოლო ვადა:

22 / 07

სავაჭრო ცენტრი "ვენეტო დიზაინი" გაიხსნა 2019 წლის დასაწყისში და ფუნქციონირებს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #38-ში. კომპანია ევროპის ქვეყნებიდან ახორციელებს აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის მოწყობილობების და აქსესუარების - უნიტაზების, ხელსაბანების, ნიჟარების, შემრევების, ონკანების, სადინარების, სტანდარტული, არასტანდარტული და ფართომაშტაბიანი მეტლახის და კერამიკის ფილების იმპორტს და რეალიზაციას. 

"ვენეტო დიზაინი" თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიონალური ზრდის, მოგზაურობის, საქართველოში და საზღვარგარეთ ტრეინინგების გავლის, კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობებს. ჩვენი კორპორატიული კულტურა დამყარებულია გუნდურობასა და ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ფუნქციათა გადანაწილების პირობებში.

აბაზანა-ტუალეტის მოწყობის სავაჭრო ცენტრი "ვენეტო დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი კვირაში ექვსი სამუშაო დღე, სამუშაო საათები 10.30-19.30. 

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სარეალიზაციოდ წარმოდგენილი და კატალოგებით გათვალისწინებული პროდუქციის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერთა და არქიტექტორთა ბაზის განვითარება და მუდმივი მუშაობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად, კომუნიკაციის დამყარება, გრძელვადიანი ურთიერთობა;
** დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, მოწვევა შოურუმში, პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების მომზადება;
** დარბაზში განთავსებული პროდუქციის და კატალოგებით გათვალისწინებული არჩევანის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლისთვის თავაზიანი და ეფექტიანი მომსახურების გაწევა, კომუნიკაციის დამყარება, კონტაქტის შენარჩუნება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საოპერაციო საქმიანობა - ხელშეკრულების შედგენა, მონაცემების შეყვანა სისტემაში, სალარო აპარატის გამოყენება, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება, მიწოდების მონიტორინგი და ა.შ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საშუალოზე კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვების ტექნიკის, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა; 
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
** ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.
** საოჯახო პროდუქციის ან/და ინტერიერის და ექსტერიერის სარემონტო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)

ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით და მნიშვნელოვანი ბონუსით.

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sales@veneto.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატები. 

გისურვებთ წარმატებებს!