დანადგარების მექანიკოსი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

06 / 07

ბოლო ვადა:

05 / 08

ანაზღაურება:

830+

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მასალების წარმოების დანადგარების მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, დადგენილი პერიოდულობით შემოწმება, შეკეთების საჭიროებების გამოვლენა და შეკეთების უზრუნველყოფა;
** ნაწილების და დამხმარე საშუალებების შეძენის უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შესყიდვის მოთხოვნა;
** ინფრასტრუქტურის მოვლა/შენახვისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების შეძენა/მომარაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.
ანაზღაურება: 830 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მექანიკოსი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 

გისურვებთ წარმატებას.