ბარისტა - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

06 / 07

ბოლო ვადა:

20 / 07

ანაზღაურება:

500

სს "ნიკორა ტრეიდმა" და შპს "ლუკოილ ჯორჯიამ" ურთიერ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც "ნიკორა ტრეიდი" ექსპრეს ფილიალებს განათავსებს "ლუკოილი"-ს ავტოგასამართ სადგურებზე.

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე თბილისში.

კაფეები მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი : 12 საათიანი მცოცავი (დღე.ღამე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება;
** შეკვეთის მიღება და დროულად მომზადება;
** Ⴑალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 20 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hr@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბარისტა".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

გისურვებთ წარმატებას!