გამყიდველ-კონსულტანტი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

06 / 07

ბოლო ვადა:

06 / 08

ანაზღაურება:

400+

"NuLu Handmade" არის ქართული ხელნაკეთი სათამაშოების ბრენდი რომელიც უკვე 2 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე. გვაქვს ფილიალი სავაჭრო ცენტრში "ჰოუმმარტი" და ახლა უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 

გვესაჭიროება მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე გამყიდველ-კონსულტანტი, რომელიც ასევე უნდა ფლობდეს ინგლისურს და რუსულს სალაპარაკო დონეზე. 

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული.
** გაყიდვებზე ორიენტირებული.
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გრაფიკი: 

1 დღე - დილის 10 დან საღამოს 10 საათამდე
2 დღე - საღამოს 10-დან დილის 10 საათამდე
3 დღეს - დასვენება (10 დღე და 10 ღამე თვეში)

ანაზღაურება ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი - ნავაჭრის 3% პროცენტი. 

დაწინაურებისა და ხელფასის ზრდის პერსპექტივით (ვაპირებთ თბილისის ცენტრში მაღაზიის გახსნას და ყველა კანდიდატი განიხილება მომავალში ჩვენი მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე)

თუ გსურთ ჩვენ გუნდში მოხვედრა სადაც დაგხვდებათ მეგობრული და სასიამოვნო გარემო და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს მაშინ გამოგიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nuluhandmade@yahoo.com