ხილ-ბოსტნის საწყობის თანამშრომელი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

06 / 07

ბოლო ვადა:

20 / 07

ანაზღაურება:

450-600

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა. 

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე თბილისში. 

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 კვირაში 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 450 - 600 ლარი (სტაჟის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** გარე მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთის გამზადება;
** პროდუქციაზე სტიკერების განთავსება;
** მობრუნებული პროდუქციის დასაწყობება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივლისისა. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხილ-ბოსტნის საწყობის თანამშრომელი.

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

"ნიკორას" გუნდი გისურვებთ წარმატებას!