ოპერატორი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

26 / 06

ბოლო ვადა:

26 / 07

ანაზღაურება:

600

"არზო" (ავეჯის მასალების და აქსესუარების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად ასახვა
** ფასთაცვლილების კონტროლი
** ფასმაჩვენებლების მოწესრიგება/კონტროლი
** სპეც. შეკვეთების კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Outlook, Interenet
** დისციპლინირებულობა 
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი

სტაჟირება 2 კვირა - 100₾
ხელფასი - 600₾

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი (CV) რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bugalteria@arzo.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერატორი", გისურვებთ წარმატებებს.

კომპანია "არზო"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არზოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს.