მარკეტინგის მენეჯერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

24 / 06

ბოლო ვადა:

13 / 07

ანაზღაურება:

1500-3000

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება "Capstone Prime Group"-ს წარმომადგენლობას საქართველოში - https://capstoneprg.com/

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარებადი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
** ტრეინინგების ორგანიზება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება აუცილებელია (fb, In, SEO, Google Ads and etc).

აუცილებელი თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** პროაქტიულობა;
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-18:00;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;

ანაზღაურება: 1500 ლარიდან 3000 ლარამდე გამოცდილების მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.