ციფრული მედიის მენეჯერი - თბილისი

მომწოდებელი:

გამოქვეყნდა:

24 / 06

ბოლო ვადა:

17 / 07

ანაზღაურება:

1500

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ციფრული არხებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** ციფრული არხებისთვის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება
** ციფრული სარეკლამო აქტივობების მომზადება, ბიუჯეტირება, მართვა და მონიტორინგი
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა
** ​კონტენტის განთავსების გეგმის შემუშავება და დიზაინერთან ერთად მის ვიზუალიზაციაზე მუშაობა
** ვებ-გვერდის კონტენტისა და ვიზუალის შემუშავება დიზაინერთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** Facebook Ads Manager-ისა და Google Ads -ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართულ ენაზე გამართულად და საინტერესოდ წერის უნარი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი

ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.