ჩვენი რჩევაა სრულად გაეცნოთ წესებსა და პირობებს

  1. კონფიდენციალობა

გთხოვთ, რეგისტრაციის დროს სრულად შეავსოთ მონაცემები. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალობაზე. განცხადების განთავსების დროს გამოჩნდება თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მომხმარებლის სახელი. თქვენი ელექტრონული მისამართი და სხვა მონაცემები  არ იქნება ხელმისაწვდომი ვებ გვერდის ვიზიტორებისთვის.

  1. თქვენ მიერ განთავსებული განცხადებები

✔  ყველა თქვენ მიერ განთავსებული განცხადებებისა და მასალების სისწორეზე  პასუხიმგებლობას იხსნის ვებ გვერდის ადმინისტრაცია და სრულად ეკისრება განმთავსებელ პირს / ორგანიზაციას;

✔  ვებ გვერდზე  იკრძალება შეურაცხმყოფელი განცხადებების და მასალების განთავსება, რომელიც არღვევს ადამიანების უფლებებს;

✔  ვებ გვერდზე  იკრძალება სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება, როგორც საკუთარის;

✔   ვებ გვერდზე იკრძალება ღირებულების უცხოურ ვალუტაში  მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა მსგავს ქმედებაზე დაეკისრება განცხადების განმთავსებელ ფიზიკურ პირს / ორგანიზაციას;

✔  თქვენს მიერ განთავსებული განცხადების / პროდუქტის ღირებულება უნდა მიეთითოს მხოლოდ ლარში;

✔  თქვენს მიერ განთავსებული განცხადები / პროდუქტი გთხოვთ მოხსნათ გაყიდვებიდან გარიგების შესრულებისთანავე;

✔  ერთი ტელეფონის ნომრით შესაძლებელია ერთი მომხამრებლის რეგისტრაცია;

 

  1. განცხადების განთავსება

✔  იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით  როგორც ფიზიკური პირი , შეგიძლიათ განათავსოთ ჩვენს ვებ გვერდზე  15 განცხადება უფასოდ. დამატებით განცახდების  განთავსების შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრება შემდეგი სახით:

ყოველი შემდეგი განცხადების ღირებულება იქნება - 8 თეთრი

✔  იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით  როგორც სამშენებლო დეველოპერული კომპანია ან სააგენტო, შეგიძლიათ განათავსოთ ჩვენს ვებ გვერდზე  15 განცხადება უფასოდ. განცახდების დამატებით განთავსების შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

ყოველი შემდეგი განცხადების ღირებულება იქნება - 8 თეთრი

 

   1  S-VIP განცხადების 24 საათით განთავსების  ღირებულება  შეადგენს 5 ლარს;

✔   1  VIP+ განცხადების დამატება 24 საათის განმავლობაში შეადგენს   1.5 ლარს ;

✔   1  VIP  განცხადების დამატება 24 საათის განმავლობაში შეადგენს 1 ლარს ;

✔   1 COOL განცხადების დამატება 24 საათის განმავლობაში შეადგენს 0.5 ლარს;

  განთავსებიდან 30 დღის  შემდეგ განცხადება გადადის ვადაგასული  განცხადებების განყოფილებაში, რომელის აღდგენაც შეგეძლებათ  მომდევნო 10 დღის მანძილზე , 10 დღიანი პერიოდის  გასვლის შემდეგ თუ არ მოხდა განცხადების აღდგენა ვადაგასული განცხადება ავტომატურად წაიშლება .  1 თვით განახლების ღირებულება შეადგენს 10 თეთრს; აქტიური განცხადების ზემოთ ამოწევის ღირებულება შეადგენს 15 თეთრს;

 

  1. გაყიდვა

 

✔  განცხადების განთავსების დროს , თუ გსურთ თქვენი უძრავ-მოძრავი ქონება/ნივთი გაყიდოს გააქირავოს reklamebi.ge - ის გაყიდვების ჯგუფმა დააჭირეთ ღილაკს  " ბროკერის დახმარება"   ამ შემთხვევაში თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ იხილოთ ჩვენი კომპანიის გაყიდვების სამსახურის ვებ გვერდი და მიიღოთ წვდომა მის საკონტაქტო ნომრებზე.   

გისურვებთ წარმატებას !!!